saqarTvelos mdinareebi - tyibula

ტერიტორიული ერთეულები ტყიბულის მუნიციპალიტეტი
სათავე ნაქერალის ქედი
შესართავი ტყიბულის წყალსაცავი
სიგრძე 9.4 კმ
აუზის ფართობი 43.6 კმ²

 

მდინარე დასავლეთ საქართველოში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს ნაქერალის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1175 მ სიმაღლეზე. სიგრძე 9,4 კმ, აუზის ფართობი 43,6 კმ². საზრდოობს წვიმის, მიწისქვეშა და თოვლის წყლით. უერთდება ტყიბულის წყალსაცავს. წყალსაცავის აგებამდე ტყიბულა ახალსოფლის ქვაბულში ეგრეთ წოდებულ „წყალდასავალთან“ შახტში იკარგებოდა, გამოდიოდა მეორე მხარეს ძევრულის სახელწოდებით. ტყიბულაში სადერივაციო არხით ვარდება შაორის წყალსაცავის წყალი. დამახასიათებელია წყალმოვარდნის რეჟიმი. წყალუხვია გაზაფხულზე და ზამთარში.